ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალი სანქციები კრემლს – აშშ-ში “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს მავნებლური უწოდეს

შეერთებული შტატების, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ენდი ბარიმ კონგრესს შესთავაზა, ახალი სანქციები მომზადდეს იმ გემებისა და უცხოური სუბიექტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულები არიან გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი – 2”-ის მშენებლობასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RT ავრცელებს.

შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკურ პირებს უნდა აეკრძალოთ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა, რომლებიც რაღაც დოზით ასოცირდებიან აღნიშნულ გემებთან, ან სუბიექტებთან და ეხმარებიან მათ გაზსადენის პროექტის განხორციელებაში.

ბარი თვლის, რომ რუსეთი, “ჩრდილოეთის ნაკადი – 2”-ით, ავრცელებს თავის მავნებლურ გავლენებს ევროპაში.

შეგახსენებთ, გაზსადენი „ჩრიდლოეთის ნაკადი – 2“ ორი მილის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს. მილსადენი რუსეთის ბალტიის სანაპიროს გავლით გერმანიამდე უნდა აშენდეს.

იტვირთბა....