ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, “შმაქსისტები” 12:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი, დღეს რესპუბლიკის მოედანზე აქციას გამართავენ.

“შმაქსი”-ს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას “გირჩი” დღეს აქციით გააპროტესტებს.

პარტიის წევრები, მხარდამჭერებთან და “შმაქსისტებთან” ერთად, რესპუბლიკის მოედანზე 12:00 საათზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც, კოლონით, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას გამართავენ.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელ აქციას სამი მთავარი მოთხოვნა ექნება:

  • 1. შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;
  • 2. გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;
  • 3. გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

მისივე თქმით, პატრულმა “შმაქსისტებზე ნადირობა” უკვე რამდენიმე დღეა, დაიწყო. ჯაფარიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ შმაქსისტები პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე უყვებიან, მათი უმეტესობა ჯარიმებს მაინც წერს.

“ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ეს ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, რომ ის შმაქსმა შეიყვანა შეცდომაში” – ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ “შმაქსი” მიმდინარე წლის სამ ოქტომბერს, მერიის მიერ ტაქსებისადმი დაწესებული რეფორმების საპასუხოდ დაფუძნდა. ამ დროისთვის 500-ზე მეტი შმაქსისტია რეგისტრირებული” – ნატქვამია “გირჩის” განცხადებაში.

იტვირთბა....