თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.
მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი. ამასთან, დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
“საზმაუ”-ს ფოტო