მოლდოვაში, კიშინოვის აეროპორტში სასაზღვრო სამსახურმა ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია არ შეუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას, გუდაუთას რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი რუსლან ლადარუია ხელმძღვანელობდა. დელეგაცია არაღიარებულ დნესტრისპირეთში საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.