თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციამდე, ISIS-ის დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქარ ალ ბაღდადის ადგილმდებარეობის დადგენა და შემდგომში მისი ლიკვიდაცია, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ISIS-ის დაჯგუფების ლიდერზე გასვლა მოხდა მის ქვეშევრდომზე, ისმაელ ალ ეტავზე თვალთვალის შედეგად, რომელსაც ირანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. თურქეთის სამხედროებმა საბოლოოდ, დააკავეს ის და ირანის სპეცსამსახურებს გადასცეს. ამის შემდეგ მოხდა ISIS-ის დაჯგუფების ლიდერის ადგილსამყოფელის დადგენა. ეს იყო იდლიბას რაიონი.
იდლიბას რაიონის ერთ-ერთ ბაზარში მიმდინარეობდა ალ ეტავზე თვალთვალი, სადაც მოხდა კიდეც მისი დაკავება.
შეგახსენებთ, ISIS-ის დაჯგუფების ლიდერის ალ ბაღდადის ლიკვიდაცია, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს მოხდა.