მთავარი ციტატა

“ცხოვრების ხელახლა დაწყება არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს” – ახალაია

“სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით საკუთარ სამომავლო გეგმებზე. არა იმიტომ, რომ შეიძლება რამეს ვმალავდე, არამედ იმ ბანალური მიზეზით, რომ გულწრფელად არ ვიცი. ჯერჯერობით, დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ როგორც ჩანს, თითქმის 10 წლის გატარება გამომივა სამარტოო საკანში. შემდეგ კი, ერთდროულად მომიწევს უამრავ სამართლებრივ, პოლიტიკურ, თუ ყოფით პრობლემასთან გამკლავება. რეალურად ვუყურებ ვითარებას და ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს. ხოლო იმას თუ რას, როგორ, როდის, ან საერთოდ გადავლახავ თუ არა, ამას მხოლოდ მომავალში თუ ვნახავ”

ბაჩო ახალაია –  ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, რომ  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს.

იტვირთბა....