ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი გამოწვევად, ახლა ის ოცნების ციხემ ჩაანაცვლა” – ახალაია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ბაჩო ახალაიამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა.

„როცა დრო დადგა, საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემგან გარკვეულ კითხვებზე პასუხს ითხოვდა, ჩავთვალე, რომ ეს პასუხები მქონდა და უნდა გამეცა კიდეც. სწორი იყო კიდეც, როგორც კითხვების დასმა, ასევე პასუხების გაცემაც. სულ სხვა საკითხია ის, რომ სინამდვილეში არავის, არანაირ კითხვაზე არანაირი პასუხი არ აინტერესებდა, ამიტომაც ყველაფერმა მახინჯი ფორმა მიიღო. ასე რომ თავის დროზე ჩემი მხრიდან სასამართლოს წინაშე წარდგომა იმ პირობებშიც კი, როცა გამართლების უფლება ჩამორთმეული აღმომაჩნდა, ერთადერთი რამით იყო განპირობებული – ოდესღაც, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, თუნდაც, ასეთი მახინჯი ფორმით მეპასუხა საკუთარი ვალდებულებებისთვის ქვეყნის წინაშე. როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა. სულ ეს არის და ეს. ასე რომ, ციხიდან გამოსვლით, ოდესღაც აღებული პასუხისმგებლობის ისტორიის ეს ნაწილი სრულდება, რაც ბუნებრივია, ავტომატურად არასდროს ნიშნავდა შემდეგ ნაბიჯს საჯარო პოლიტიკაში, მითუმეტეს, არასდროს გულისხმობდა მომავალში რაიმე ჰიპოთეტური სარგებლის პოტინს. ასეთი იყო წლების წინ სამყაროს ჩემეული აღქმა და ასეთად რჩება ის ჩემთვის დღემდე“, – აცხადებს ახალაია.

შეგახსენებთ, რომ  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს.

იტვირთბა....