შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.კ.
წინასწარი ინფორმაციით, კლიენტსა და ტაქსის მძღოლს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა რა დროსაც ტაქსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს.
შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის განცხადებით, 56 წლის მამაკაცი, საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
შსს-ში აცხადებენ რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”.