“ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მონაწილეობა მიიღოს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა ძლიერ მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ პროექტში მონაწილეობისათვის”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.
განცხადება მოვიანებით „კონტი ჯგუფმაც“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჯგუფს ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება არ შეუცვლია.