ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“კონტი ჯგუფი” რჩება აუქციონერად” – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სოციალურ ქსელში Conti International-ის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

“კონსორციუმი კვლავ ადასტურებს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრანზაქცია, რომლითაც კონტი ჯგუფი უნდა გასულიყო პროექტიდან არ განხორციელდა, შესაბამისად იგი რჩება აქციონერად.

იმის და მიუხედავად, რომ Conti International იტოვებს პროექტიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კონტი ჯგუფი კვლავაც მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აცხადებს, რომ სჯერა მისი წარმატების”, – ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

იტვირთბა....