„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიკური ზრდისა და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.
„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის წარმატება „ვენდის“ საერთაშორისო კონვენციაზეაღიარეს, დაჯილდოების ცერემონიალი კი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ„ვენდის“ რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ „ვენდის“ საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერი, საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე.
„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნესსაქმიანობით, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით, განვითარების სწრაფი ტემპებით, თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვითა და რეინვესტირების სტრატეგიით. გვეამაყება, რომ „ვენდის“ ქართულ წარმომადგენლობას მიღწეული შედეგებისთვის Golden Grill ჯილდო გადავეცით“. -განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო „ვენდისგან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე მიიღო. მათ შორისაა: Diamond Award – ჯილდო წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის 2017 წელს, Wendy Award – რესტორნების გამორჩეულად ეფექტური საოპერაციო მართვისთვის 2016 წელს.„ვენდის“ ქართული რესტორნების 2 მენეჯერი დაასახელეს მსოფლიოში წარმოდგენილი „ვენდის“ 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის.
„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის თქმით, საქართველოში „ვენდის“ არსებობის ისტორიაში ეს დღე ყველაზე გამორჩეულია.
„ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდიმ“ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით შევძელით, გაგვეზიარებინასაერთაშორისო „ვენდისთან“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები – საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევასრულოთ დანაპირები – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. საქართველოში „ვენდის“ არსებობის ისტორიაში დღეს ყველაზე გამორჩეული დღეა, წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას, ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა“, – განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.