ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, შეირაღებული ძალები მუშაობის საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საბრძოლო რეჟიმი სასწავლო მიზნით გამოცხადდა“.
„სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მმართველობის ორგანოები, სასწავლო მიზნებით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი. შესაბამისი ბრძანება სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა. აღნიშნული განხორციელდა სამხედრო მმართველი ორგანოების მიერ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისათვის მზადყოფნის შესამოწმებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, „მუშაობის საბრძოლო რეჟიმი იმოქმედებს მანამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრი საგანგებო განკარგულებას არ გამოსცემს“.