“კონტი ჯგუფმა” გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტში რჩება, – ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად”. – ვკითხულობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის…
Gepostet von ანაკლიის პორტი Anaklia Port am Freitag, 25. Oktober 2019