ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
კოფი ეხმაურება მოსაზრებას, რომ მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა დაძაბოს.
„ბევრი ამბობს, როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, შტატების სამხედრო ძალებს ამის დაძლევა შეუძლიათ.
მათ, ვინც ამბობს, როგორ იქნება საქმე თურქეთთან? არ ესმით თურქეთ- საქართველოს ურთიერთობა. დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება“, – წერს კოფი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
მანამდე მან “ტვიტერზე” გააკეთა შეთავაზება, რომელიც სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი, ახალქალაქში განთავსებას გულისხმობს.