„იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. რაც შეეხება ანა დოლიძეს და მის პროფესიონალიზმს, ამაზე ნამდვილად შემიძლია ბევრი ვისაუბრო. მე ამაყი ვარ იმ როლით, რომელსაც ანა დოლიძე ყოველდღიურად ასრულებს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა ასეთი უაღრესად პრინციპული როლი ითამაშა ასეთ რთულ ვითარებაში. მისი ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში“
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ეს განცხადება მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.