თუ ამერიკული დანაყოფების საქართველოში განთავსების საკითხი ოფიციალურად წამოიწევა აშშ-ის მხრიდან, ეს საკითხი მტავრობამ დადებითად უნდა გადაწყვიტოს – ამის შესახებ განცხადევბა “ევროპულმა საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძეგააკეთა.
ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე დაწერა საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობის შესახებ.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება სამხედრო თვალსაზრისით და ამ პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთი და ამის შემაკავებელია სწორედ ჩვენი სტრატეგიულო პარტნიორების და პირველ რიგში, აშშ-ის სამხედრო ფაქტორი. ამიტომ არის მისასალმებელი სამხედრო წვრთნები, რომელიც აქ ტარდება, ამერიკული გემები, რომლებიც ჩვენს პორტებს სტუმრობენ – ეს არის შეკავების პოლიტიკა. თუ ამის გაგრძელება იქნება ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა ჩვენთან შეთანხმების ფარგლებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. ამიტომ ამგვარი თემები თუ წამოიწრება ოფიციალურად (ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას), ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და რაც შეიძლება გააღრმავოს აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
დეპუტატს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.
“მათ პრეზიდენტად აარჩევინეს ქართულ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობდა: რა უნდა ამერიკის წვრთნებს და დანაყოფებს საქართველოს ტერიტორიაზეო. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის ერთგვაროვანი და ჩამოყალიბებული. ამიტომ მე მოვუწოდებ, თუ ამგვარი საკითხი დადგენა ორმხრივ შეხვედრებზე ამერიკელი პარტნიორების მხრიდა (და ცხადია, თავად უნდა გააქტიუტონ ეს თემატიკა), აუცილებლად იფიქრონ უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებაზე მათ შორის ამ თვალსაზრისით”, – დასძინა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის.