“გია ჟორჟოლიანისგან შემოთავაზება მივიღე. ვთვლი, რომ საჭიროა პოლიტიკურ ველზე მესამე ძალა გამოჩნდეს. არ შეიძლება, სულ ქიშპობა მიდიოდეს „ქართულ ოცნება“- სა და „ნაციონალურ მოძრაობა“-ს შორის, რომელსაც არავითარი მორალური უფლება არ აქვს, საერთოდ ხმას იღებდეს „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩაჩოჩდეს და მათი ხვედრითი წონა რაც შეიძლება შემცირდეს ჩვენს პოლიტიკაში. ჩემი აზრით, საჭიროა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და საქმიანი კრიტიკა.”
გიორგი ოთხმეზური, ისტორიკოსი
“პრაიმტაიმი”
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოდის, რაც მან უკვე ფაქტობრივად, დაადასტურა.