გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 25 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ განცხადებას “თელასი” ავრცელებს.
“ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაისის, ღლონტის, გურამიშვილის, ღრმაღელეს, ქართლის, კნოლევის, თმოგვის, გვაზაურის, გუდამაყრის და ქსოვრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, მინდელის და ძოწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, მირზა გელოვანის, ლვოვის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, იუსტინე ჩუბუნიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და შინდისის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” ინფორმაციაში.