საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვარ-სექტემბერში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.67 მილიარდი ლარის ოპერაციები განხორციელდა.
სტატისტიკაში ბანკომატების, ასევე პოს-ტერმინალების, იმპრინტერებისა და ინტერნეტ-გადახდების მონაცემებია ასახული.
წინა წელთან შედარებით, გადახდები 33.7% -ით არის გაზრდილი. მონაცემების მიხედვით, მაჩვენებელი განსაკუთრებით გაიზარდა ივლისი-სექტემბერში – ივლისში ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ 215, აგვისტოში 210.2, ხოლო სექტემბერში 219.4 მილიონი ლარს მიაღწია.