“ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ოკუპანტი სახელმწიფოსთვის პირების გადაცემა პრაქტიკად ჩამოყალიბდა. ეს იმის მტკიცებაა, რომ ეს რეჟიმი პუტინთან თანამშრომლობს და არ ესმის, პუტინის რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთვის არის საფრთხე, მას ასე აღიქვამს ცივილიზებული სამყარო“
თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
“საზოგადოებრივი მაუწყებელი”
ბოკუჩავა აღნიშნული განცხადებით ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას გამოეხმაურა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა.