“ჩვენ არ გვიკადრია ის, რომ დაზიანება რომელზეც ის (თამთა თოდაძე. რედ.) საუბრობს, რომელი დაზიანებითაც მან გაიარა მთელი ტერიტორია და მივიდა სახლამდე, ჩვენ არ გვკადრია, გვეთქვა, რომ მან შესაძლოა, ეს დაზიანება მიიღო თავად და სახლშიც უფრო მეტად დაიმძიმა მდგომარეობა”
მარიამ კუბლაშვილი – ილია ჯიშკარიანის ადვოკატი
“TV პირველი” – “დიანა ტრაპაიძის დღის ამბები”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ცემაში დაადანაშაულა. პროკურატურამ თოდაძე დაზარალებულად სცნო. რაც შეეხება ჯიშკარიანს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.