ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დათვი ცირკში ადამიანს თავს დაესხა და ყელში წვდა (ვიდეო)

ქალაქ ოლონეცის ცირკში, დათვი თავს დაესხა თავისივე მწრთვნელს, იგი მიწაზე გადააწვინა და შეეცადა ყელში წვდომოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან.

წყაროს ინფორმაციით, დათვის დაშოშმინება ელექტროშოკის მეშვეობით მოხდა.

გაღიზიანებულმა მაყურებელმა ცირკი დატოვა. როგორც ცირკის ადმინისტრაციაში ამბობენ, ყველა მაყურებელს, ვინც ვერ გაძლო და დატოვა შენობა ბილეთების თანხა უკან დაუბრუნდება.

მწრთვნელი კი ამ დროისთვის კარგად გრძნობს თავს და მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

იტვირთბა....