ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვესმის ბრალდებები, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის – თვითონ ეს განცხადებაც კი ალოგიკური და გაუმართავია”, – თალაკვაძე

“ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიები და გვესმის ბრალდებები, რომ საქართველო ემზადება პროვოკაციისთვის – თვითონ ეს განცხადებაც კი ალოგიკური და გაუმართავია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, საქართველო მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ემზადება.

„საქართველო ემზადება მშვიდობიანი გზით მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკური გაძლიერების, დემოკრატიის გაძლიერებისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის ემზადება საქართველო”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „ქართული უსაფრთხოების ძალები ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადებიან”.

იტვირთბა....