ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

12 საჯარო სკოლის სია, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით,

2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით გამოცხადდება.

რაც შეეხება გაცდენილი სასწავლო დღეებს, სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

როგორც EDU.ARIS GE– ს განათლების სამინისტროდან აცნობეს, ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები (იხ. სკოლების ჩამონათვალი).

სკოლა კლასები, რომლებშიც შეჩერდება სასწავლო პროცესი არდადეგების პერიოდში:

  • სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
  • სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

“როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება”, – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....