დიდ ბრიტანეთში, ესექსში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი იპოვეს – მათ შორის, ერთი მოზარდია.
სამართალდამცველების ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან, 19 ოქტომბერს ჩავიდა.
როგორც BBC წერს, საქმეზე დაკავებულია სატვირთოს 25 წლის მძღოლი – ჩრდილო-ირლანდიელი მამაკაცი.
მედიასაშუალების ცნობით, პოლიცია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, 01:40 საათზე გამოიძახა.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს გვამების იდენტიფიკაცია, შემთხვევის ადგილზე კი კვლავ სამართალდამცავები მუშაობენ.
როგორც ესექსის პოლიციის უფროსის მოადგილემ, პიპა მილსმა განაცხადა, მათი მთავარი ამოცანა ცხედრების იდენტიფიკაცია და ნათესავებთან დაკავშირებაა, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება.
We have set up a casualty bureau for people to call if they are concerned about relatives following the incident in #Grays.
The Casualty Bureau Numbers are 0800 056 0944 for callers living in the UK, or 0207 158 0010 for callers dialling from outside the UK. pic.twitter.com/hP9GydBFge
— Essex Police (@EssexPoliceUK) October 23, 2019