უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ, 2016 წლის დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს 52 ათასი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა.
ხათუნა გოგორიშვილის კითხვას 2016 წლის დეკლარაციასთან დაკავშირებით, კანდიდატი ვერ პასუხობს თუ საიდან გაჩნდა მის შემოსავალსა და გასავალს შორის 52 ათა ლარიანი სხვაობა.
გოგორიშვილმა მას შეახსენა, რომ ამ წელს თბილისში ორი ბინა იყიდა და შემოსავლისა და გასავლის დათვლის დროს მან კრედიტებიც გაითვალისწინა და დოლარში მისი შემოსავალიც იმდროინდელი კურსით იანგარიშა, თუმცა განსხვავება მაინც 52 ათას ლარზე მეტია.
“ხომ არ დაგავიწყდათ და ვინმემ ხომ არ გაჩუქათ თანხა, მაგალითად თქვენმა ძმამ ან ვინმემ სხვამ. შეიძლება ვინმემ გაჩუქათ და ტექნიკური შეცდომაა და არ ჩაგიწერიათ დეკლარაციაში?” – კითხა მას გოგორიშვილმა.
კანდიდატი ამბობს, რომ არ იცის, როგორ დახარჯა 52 ათასი ლარით მეტი, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა.
“შეიძლება შეცდომაა რამე, არ ვიცი, არავი უჩუქებია არაფერი.”
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატ – პაატა სილაგაძეს უსმენენ.
პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს.
დეკლარაციის მიხედვით, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ 2016 წელს 52 ათასი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა. კანდიდატი ვერ პასუხობს კითხვას თუ საიდან გაჩნდა მის შემოსავალსა და გასავალს შორის 52 ათას ლარიანი სხვაობა
Gepostet von ტაბულა • Tabula am Mittwoch, 23. Oktober 2019