“მოსამრთლე
პაატა სილაგაძე გახლდათ პარტიზანულად გამოგზავნილ 10-კაციან სიაშიც. ის მეორედ შემოიყვანეს იმ გარანტიით, რომ მას აირჩევენ და თუ მას პარლმენტი მისცემს ხმას, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულება უნდა დაბნელდეს. ახლაც უფლებამოსილება რომ აქვს გაგრძელებული, უკანონოდ აქვს გაგრძელებული, რადგან ვადა გაუვიდა და იუსტიციის საბჭომ ისე გაუგრძელა ვადა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. აქ არის მოსამართლე, რომელსაც არანაირი მანდატი ნდობის და კანონიერების არ გააჩნია და ერთ-ერთი ჯალათი გახლავთ, ვინც კი ვიცი სასამართლო სისტემაში”.
ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი
დღეს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატ – პაატა სილაგაძეს მოუსმენს.