გარდაბნის სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდამჭერი ვიდეო, ახალ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ჩანაწერში მუსლიმი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობის და ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად მოდიან.
“სალამ, ჩვენ მოვედით, მოვედით, რათა გავაჟღეროთ ჩვენი საზოგადოების და თემის საკითხები, მოვედით, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება. მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს. მოვდივართ, რათა დავიცვათ ჩვენი ისტორია და კულტურა, ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ… ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ” – ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში, გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, იმის გამო რომ მან სოციალურ ქსელში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
#SALAM, biz gəldik!#სალამ, ჩვენ მოვედით!#Salam, here we are!
Gepostet von Salam – სალამ am Dienstag, 22. Oktober 2019