„გაუაზრებელი საგადასახადო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შემოდის გაურკვეველი წარმომავლობის შესახვევი თამბაქო. არავის შეუმოწმებია რა ხარისხისაა ეს პროდუქტი და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას. მთავრობაში აქციზის გაზრდას იმით ხსნიდნენ, რომ საგადასახადო შემოსავლების მატება უნდოდათ და ამბობდნენ, რომ ჯანდაცვაზე ზრუნავდნენ. მივიღეთ საპირისპირო შედეგი – შემცირებული გადასახადები და გაურკვეველი, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი”
ივანე ხასია, კომპანია „ჯი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი