ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის სასტიკი მკვლელობა” – მელია მაჩალიკაშვილის საქმეზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას ეხმიანება და მას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

მისი განცხადებით ფაქტი ჯიუტია, ეს არის სასტიკი მკვლელობა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს ყველამ ვისაც წვლილი მიუძღვის.

“ორი წლის განმავლობაში მთავარი ეჭვმიტანილი, ბატონი გოგაშვილი, რომლისგანაც წესით და რიგით უამრავი ინფორმაცია უნდა მიეღო გამოძიებას ამ დრომდე არ დაკითხულა. ქართული ოცნების” ფარგლებში წინასაარჩევნოდ უამრავი დაჯგუფებაა , უამრავი ინტერესი და გავლენა ახვევიათ თავს. ახლა ვინ ვის მოშორებას ცდილობს, ვინ ვის ჩაძირვას ცდილობს, ვინ ვისზე ცდილობს ხელის შეწმენდას ამას მკაფიოდ უახლოეს პერიოდში დავინახავთ. ფაქტი ჯიუტია, ბავშვი დახვრიტეს ლოგინში. ეს არის სასტიკი მკვლელობა, რომელზეც პასუხს აგებს ყველა, ვინცკი მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულში” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროს, ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

იტვირთბა....