“გიდასტურებთ, რომ დავიკითხე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაახლოებით, ორი თვის წინ. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მალე დასრულდება აღნიშნული გამოძიება”
სოსო გოგაშვილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროს, ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. როგორც შსს-ში დაადასტურეს გომელაური გამოკითხვაზე მიდის.