რუსეთში ირანის ელჩის, მეხთი სანაის ქალიშვილი, რომელიც მოსკოვში დედასთან იყო ჩასული, მის საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
28 წლის ქალი რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.
ამ მომენტისთვის, რუსი სამართალდამცველები ადგილზე მუშაობენ და არკვევენ ელჩის ქალიშვილის სიკვდილის მიზეზს. წინასწარი ინფორმაციით, ის ფანჯრიდან გადმოვარდა.