გორში, შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ქმარი პოლიციაში იმყოფება. როგორც ადვოკატმა განაცხადა საქმე არასრულწლოვანთან სექსუალურ თანაცხოვრებას ეხება.
“საგამოძიებო მოქმედებები ეხება იმ კონკრეტულ საქმეს, როდესაც საერთო თანაცხოვრება ჰქონდათ, გავიგებთ რა საქმეა და მოგახსენებთ დეტალურად”- აცხადებს მიხეილ ჩომახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის გოგო დააკავეს. საქმის მასალების თანახმად მან შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
გამოძიების თანახმად გოგო ორსულობის დროს 16 წელს მიუღწეველი იყო რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული მუხლი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.