ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიურზა, რომელსაც თბილისში, მოსწავლემ ფოტო გადაუღო, ამ დრომდე ვერ პოულობენ

თბილისის ბოტანიკური პარკში ამ წუთებშიც ეძებენ ქვეწარმავალს, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფმა მესამე კლასის მოსწავლემ ფოტო გადაუღო.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ქვეწარმავალი გიურზაა.

“ნიუპოსტი” თბილისის ბოტანიკური პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ქვეწარმავალი არ უპოვიათ.

“ჩვენ გვყავს ამ კუთხით სპეციალისტი და პარასკევის მერე, მიმდინარეობს ამ ადგილის კვლევა და კონტროლი. ვეძებთ მას შემდეგ. ეს არის 700 მეტრიანი მოაჯირი და იმის იქეთ უკვე არის კლდე. შესაბამისად, პოვნა, ცოტა რთულია.

სპეციალისტთან ერთად, ბოტანიკური პარკის ყველა თანამშრომელი გაძლიერებულად აკონტროლებს პარკს. მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ჩვენი დაცვა, ყველა თანამშრომელი, ახორციელებს სრულ მონიტორინგს”- აცხადებენ ბოტანიკური ბაღის პიარსამსახურში.

 

იტვირთბა....