aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელმა რ2-ის მენეჯმენტმა იმეილის მიღებაც არ იცის” – გვარამია 60%-იან ყადაღაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი – EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას – ამის შესახებ განცხადება ტელეკომოანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

“რ2-ის ქონება დააყადაღა EBU-მ (ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ).

წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. ნინა ნაკაშიძე, თამთა მურადაშვილი აგერ, ვის ებარა ეს საკითხი

დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი – EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2-ის” წილების 60 %-ს ყადაღა დაედო. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქიმიძისა და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო, შესაბამისად ტელევიზიის წილის 60 %-ს ყადაღა დაედო.

იტვირთბა....