ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთი კლავს, ოცნება კლავს” – ფორუმის პარალელურად, ოპერასთან აქცია იმართება

ოპერის თეატრის წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აქციას მართავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.

„ჩვენ დავპირდით ბატონ გიორგი გახარიას და მთლიანად მთავრობას, რომ არ გავუტარებდით მათ 20 ივნისის ღამეს და ყველგან შევუქმნიდით დისკომფორტს, სადაც იქნებოდნენ. გუშინ შევიტყვეთ, რომ დღეს ჰქონდათ ფორუმის გახსნა, მოვედით და გვინდა, რომ არა მარტო გიორგი გახარიამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ აქ მოსულმა სტუმრებმაც დაინახონ ჩვენი პროტესტი და გავაგონოთ, რომ ჩვენი მთავრობა არის პრორუსული, გიორგი გახარია არის მოსკოვის კაცი. უბრალოდ ვაპირებთ ხმაურს, რადგან შიგნით შესვლის საშუალება არ გვეძლევა. რაღაც დესტრუქციებს არ ვაპირებთ. გვინდა, ვიხმაუროთ და მივაწვდინოთ ხმა გახარიას და დამსწრე სტუმრებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამთა გოგოლაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22-23 ოქტომბერს ჩატარდება.

ფოტო: პირველი არხი

იტვირთბა....