როგორც იაშვილის კლინიკის ექიმები აცხადებენ, 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ, მეტროსადგურ “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზის მატარებელი დაეჯახა, დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე. მას აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში მრავლობით ჭრილობა. თავის ტვინზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ან დისლოკაციური ცვლილებები არ ვლინდება. ამ ეტაპზე, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა.
12 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში, მატარებელი დაეჯახა, ლიანდაგების გადაკვეთის დროს, ყურსასმენები ეკეთა და მიუხედავად მემანქანის გამაყრუებელი სიგნალისა, მან ხმა ვერ გაიგონა.