ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიჭს ყურსასმენი ეკეთა, მატარებლის ხმა ვერ გაიგო”: თბილისში მომხდარი ფაქტის დეტალები

12 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში, მატარებელი დაეჯახა, ამ მომენტისთვის კომაშია, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები მისი გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ. როგორც ირკვევა, ახალგაზრდას ყურსასმენები ეკეთა და მიუხედავად მემანქანის გამაყრუებელი სიგნალისა, მან ხმა ვერ გაიგონა.

როგორც თვითმხილველი ყვება, ბიჭი მარტო იყო და ბილიკს მიჰყვებოდა. მან ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო. მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....