ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდში, ბაბუა შვილიშვილის დაჭრაშია ბრალდებული

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუა შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. დაჭრილ ახალგაზრდას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანება სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ფაქტზე 80 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....