ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომიტეტიის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის დახურვას კამათი მოჰყვა

პარლამენტში, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ, დაიხურა. სხდომის დახურვის საკითხს ოპოზიცისა და პოზიციის არაერთგვაროვანი რეაქციები და მცირე კამათი მოჰყვა.

სხდომის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა „ევროპულ საქართველოს”. დეპუტატი გიორგი კანდელაკი ითხოვდა, რომ სხდომის დახურვამდე, სახელმწიფო მინისტრს განმარტებები გაეკეთებინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყნის აქტუალიზაციაზე საერთაშორისო ასპრეზზე.

„არ ვაკნინებთ ამ პროგრამის მიმდინარეობის საკითხს, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ რამდენიმე წუთი რომ დაუთმოთ საქართველოს მთავრობის აქტიურობას საერთაშორისო ასპარეზზე, თუკი ასეთი აქტივობა არსებობს, რადგან მოსაზრება არის, რომ არ არსებობს არანაირი აქტივობა. რა გაქვთ საწიანაღმდეგო, რომ გვიპასუხოთ და 15 წუთი დაუთმოთ?” – განაცხადა კანდელაკმა.

სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ. მან უმრავლესობა სუბიექტურ მიდგომებში დაადანაშაულა და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.

„საბავშვო ბაღში ვართ თუ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე? პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, ზუსტად, რომ ქალბატონი ციხელაშვილის პასუხები მაინტერესებს იმაზე, თუ რა ხდება ამ წუთებში იქ, სადაც გვაინტერესებს დაიხუროს სხდომა და არა მატრაკვეცობა კამერების წინ და მიკროფონებში”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

სახელმწიფო მინისტრი სხდომაზე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.

 

იტვირთბა....