ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარსელონა-თბილისის ​გაუქმებული რეისის გამო დარჩენილი მგზავრები, გამომგზავრებას დღეს შეძლებენ

საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ შვიდი მოქალაქე – ამის შესახებ განცხადება ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულმა გააკეთა, რომელიც აეროპორტში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეების მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი საქართველოს ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი სავარაუდოდ დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით.

„როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

იტვირთბა....