შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია “შეცვალეს” მიერ ორგანიზებული აქცია ამ დროსთვის უკვე დასრულებულია.
აქციის მონაწილეები სოფელ ატოცში შესვლას და ბორდერიზაციის პროცესის გაპროტესტებას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აღნიშნული ადგილზე ხმაურის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.
“მე, როგორც პოლიციის ოფიციერი, ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობ კანონით პოლიციის შესახებ. 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. რაც გულისხმობს, რომ მე თქვენ შემიძლია შეგიზღუდოთ დროებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე, თუ ეს თქვენთვის არის საფრთხის შემცველი ან გარშემომმყოფებისთვის.”,-განაცხადა სამართალდამცავმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.