ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს გახარიასგან, რომ არავინ შეუშვან ატოცში, რადგან რუსებს არ შეექმნათ დისკომფორტი” – ჩალაგაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ატოცში არ უშვებენ.

ჩალაგაშვილის თქმით, პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასგან “რათა რუსებს დისკომფორტი არ შეექმნათ”

“გუშინდელი დღის შემდეგ ველოდებით პრესცენტრის პასუხს, შეგვიშვებენ თუ არა ატოცის ტერიტორიაზე. არ გვიშვებენ, ელოდებიან როდის დაასრულებენ რუსები მშვიდ ვითარებაში ჩვენი ტერიტორიების შემოღობვას და მიტაცებას. ამის შემდეგ, ალბათ, შეგვიშვებენ ყველას ხვალ-ზეგ და გვეტყვიან, შევაფასოთ მათი ნახელავი – კარგად ღობავენ თუ არა. პოლიციელებმა ბრძანება მიიღეს გახარიასგან, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა შევიდეს შიგნით, რათა რუსებს არ შეექმნათ დისკომფორტი. თუ ვიქნებით ძალიან ბევრნი, თუ ყველა ჩამოვალთ აქ, დამერწმუნეთ, რომ პოლიციელები ვეღარაფერს ვეღარ გახდებიან და ვერც რუსები ვეღარ წაიღებენ ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ისინი დაიხურავენ ქუდს, საქართველოს მოსახლეობას მოუხდიან ბოდიშს, წავლენ სახლებში და საქართველოს მიხედავენ ის ადამიანები, პატრიოტები, რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ”, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

იტვირთბა....