ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“თუ ქურთები ზონიდან არ გავლენ მათ განადგურებას გავაგრძელებთ” – ერდოღანი

ქურთებს განადგურებით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი დაემუქრა.

ერდოღანის თქმით, თუ ვაშინგტონსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმება არ შესრულდება თურქული არმია სირიაში სამხედრო მოქმედებებს განაახლებს. ერდოღანის თქმით პირობის შესასრულებლად ქურთებს ვადა სამშაბათამდე აქვთ.

“თუ კი 120 საათის გასვლის შემდეგ შეთანხმება შესრულებული არ იქნა, ჩვენ გავაგრძელებთ ტერორისტების განადგურებას”, — განაცხადა ერდოღანმა.

ოპერაციის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვაშინგტონსა და ანკარას შორის 17 ოქტომბერს შედგა. საკითხზე მოსალაპარაკებლად თურქეთშ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაცია, მშვიდობის წყარო თურქეთმა 9 ოქტომბერს დაიწყო.

იტვირთბა....