ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი და შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. სულ დაშავდა 4 ადამიანი. 3 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა.

იტვირთბა....