მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“რუსი ოკუპანტები ატოცში იმიტომ არინ, რომ გუშინწინ გუგუტიანთკარი დავთმეთ”

“მეგობრებო! რუსი ოკუპანტი დღეს უკვე ატოცში გამოჩნდა!
იცით რატომ? გუშინწინ დავთმეთ გუგუტიანთკარი, გუშინ ჩორჩანა და წაღვლი, დღეს კი ატოცს მოადგნენ.
ხვალ შეიძლება ავტობანთან მოვიდნენ, ზეგ კი მცხეთაში ვიხილოთ.
ჩამოდით დღესვე ატოცში!
დავდგეთ ერთად და ვუთხრათ ოკუპანტს და კოლაბორაციონისტ მთავრობას, რომ არ მივცემთ უფლებას დათმონ ჩვენი მიწა-წყალი.
დაიძარით!
პოლიციამ დაკეტა მოსასვლელი შაქშაქეთის პოსტთან, მაგრამ უამრავი მოსასვლელია ატოცამდე, რომელსაც პოლიცია ვერ გააკონტროლებს!!!!
წამოდით!!!!!”

დავით ქაცარავა – “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ დღეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

იტვირთბა....