ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, მინიმუმ ერთი კვირით საცხოვრებლად გამოუსადეგარია” – ნაძალადევის გამგებელი

გურამიშვილის გამზირზე მდებარე 16 სართულიანი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით გამოუსადეგარია საცხოვრებლად – ამს შესახებ განცხადება ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეტაპობრივად ხდება კორპუსის მცხოვრებლების კორპუსში შეშვება იმისათვის, რომ პირველადი დახმარების ნივთები აიღონ.

ხელაძის თქმით, 77 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

“ამ დროისთვის, მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ადამიანების სრულად გამოყვანა მოგვიწევს. პირველ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, სავარაუდოდ, ყველა მათგანს ვინც სურვილს გამოთქვამს სასტუმროებში გადავიყვანთ. თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, შემდეგ უკვე ამ ადამიანებს ქირით გავიყვანთ. ძირითადი პრობლემები აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა აფეთქების შედეგად იმდენად დაზიანებულია, რომ დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. ჩვენ ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ყველანაირ ზარალს, შემდეგ გახდება ცნობილი ვისი მხრიდან იქნება ეს ზარალი ასანაზღაურებელი”,- განაცხადა ხელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა.

იტვირთბა....