სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.