ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაეერთებინათ გამათბობელი, ჩაუჭრეს კიდეც” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, გურამიშვილის გამზირზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ვითარებას გაეცნო.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დასრულდება, გამოძიება დაადგენს, მომხდართან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში აფეთქება გამოიწვია, რამაც კორპუსის, რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა, დაღუპული საბედნიეროდ, არავინ არის, ერთი ადამიანია შედარებით მძიმე, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა. 4 ადამიანია მსუბუქად დაზიანებული, მალე გამოწერენ საავადმყოფოდან. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაერთებინათ, ჩაუჭრეს კიდეც, ექსპერტიზა დაადგენს მიერთება მოახდინა ამ ადამიანმა და ამან გამოიწვია სავარაუდოდ, აფეთქება თუ არა, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია.

კანონით, ჩვენ კარს ვერ შევუნგრევდით იმ მიზეზით, რომ გადაგვემოწმებინა დააერთა თუ არა, ამის უფლება არ გვაქვს, რომ იძულებით დავათვალიეროთ გამათბობელი თუ გაზქურა. ვერაფერს გეტყვით, ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა.

იტვირთბა....