ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი აფეთქება სანზონაში: “ერთ-ერთ დაშავებული უმძიმესადაა, მას სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს” – ექიმი

“დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია. მას სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. არის შოკურ მდგომარეობაში და მიმდინარეობს ანტიშოკური სამუშაოები. პაციენტი არის 19 წლის” – ასეთი კომენტარი გააკეთა ექიმმა დამწვრობის ცენტრიდან, სადაც სანზონაში მომხდარი 16-სართულიანი კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებული შეიყვანეს.

“სულ დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები გადაყვანილები არიან კლინიკაში” – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლის თქმითაც დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანი უნდა იყოს.

ამ მომენტისთვის 16-სართულიანი შენობა სრულიად დაცლილია და სამაშველო სამსახური პოლიციასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მუშაობს.

შემთხვევის ადგილზე მისულები არიან ქალაქის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი სწავლობენ ადგილზე შექმნილ მდგომარეობას და მათი განცხადებით, მალე გააკეთებენ განცხადებას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსახლეობის გადაყვანის და კორპუსში შესვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა.

(გამოყენებულია კადრები “მთავარიდან”)

იტვირთბა....